ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკისთვის ტარიფების დაწესება ერთი თვით შეაჩერა
03/02/2025
20:34
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკისთვის ტარიფების დაწესება ერთი თვით შეაჩერა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მექსიკის პრეზიდენტთან „ძალიან მეგობრული“ საუბრის შედეგად მიიღო.
„მე ახლახან ვესაუბრე მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს. ეს იყო ძალიან მეგობრული საუბარი, სადაც მან თანხმობა განაცხადა, რომ მექსიკის 10,000 ჯარისკაცს გაგზავნის აშშ-თან საზღვარზე. ამ ჯარისკაცების მისია ჩვენს ქვეყანაში ფენტანილისა და არალეგალური მიგრანტების ნაკადის შეჩერებაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ დაუყონებლივ შევაჩერებთ ტარიფების დაწესებას ერთი თვის ვადით, რომლის განმავლობაშიც გვექნება მოლაპარაკებები“, - დასძინა მან.
0
0
45
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%