03/02/2025
23:01
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ამჟამად ის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] მოქმედი დირექტორია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
„მე ვარ USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. USAID-ი არ ფუნქციონირებს. ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის პოლიტიკას. ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. ეს არ არის გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია. საუბარია გადასახადის გადამხდელთა დოლარებზე. ხალხი მარტივ კითხვებს სვამს. რას აკეთებენ ამ ფულით? ჩვენ ვხარჯავთ გადასახადის გადამხდელთა ფულს. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავარწმუნოთ გადასახადის გადამხდელები, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ასევე წაიკითხეთ:
ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა - CBS News
0
0