06/02/2025
11:45
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/475975826_1324164038775660_2176927148346047834_n.png)
როგორც Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, ტრამპის ადმინისტრაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირების გეგმას განიხილავს, ასევე საუბარია ორგანიზაციის ხელმძღვანელად ამერიკელი პირის დანიშვნაზე, რათა აშშ ჯანმო-ს წევრი დარჩეს.
,,ჯანმოს რეფორმირების წინადადება ტრამპის თანამდებობაზე მოსვლამდეც განიხილებოდა, თუმცა უცნობია მიიღებს თუ არა მისი ადმინისტრაცია სხვა რეკომენდაციებს. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, 2025 წელს ჯანმოს ხელმძღვანელად აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნება, რომელიც ტრამპს და თეთრ სახლს უშუალოდ უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციით. არსებითად, აღნიშნული პირი პასუხისმგებელი იქნება აშშ-ის წარმომადგენლობაზე და ზედამხედველობას გაუწევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებებს,“ - თქვა ორმა წყარომ.
,,ტრამპის ადმინისტრაცია განაგრძობს მიმდინარე პროცესებისა და ჯანდაცვის ორგანოების მიერ საჭირო რეფორმების განხორციელების საკითხების განხილვას“, - განუცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კუშ დესაიმ Reuters-ს. მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესახებ დისკუსიებზე კომენტარი არ გააკეთა.
როგორც ცნობილია, ჯანმო-დან გასვლის შესახებ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, თანამდებობის დაკავებისთანავე განხორციელებული მისი პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
0
0