23/07/2023
14:52
საზოგადოება
პორტალმა edu.aris.ge-მ თამბაქოზე აბიტურიენტების დამოკიდებულების შესახებ სტატია მოამზადა.რომელიც რამდენიმე კვლევას და ანგარიშს ეყრდნობა.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა, გავიგეთ, რომ საქართველოში 13 წლიდან თამბაქოს მოხმარების დაწყების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ამ კვლევაში მონაწილეობა 16 წლის 3092 მოსწავლემ მიიღო.
2023 წლის 31 მაისს, თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კი, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობდით, რომ 2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში გამოვლენილი სამართალდარღვევების უმრავლესობა შეეხებოდა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაციას საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გაშუქების პროცესში ნათლად დავინახეთ, რომ თამბაქოზე დამოკიდებულება და მისი დიდი რაოდენობით მოხმარება აბიტურიენტებშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
„თბილისის ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში, (მუხიანის 175-ე საჯარო სკოლა) ჩვენი დაკვირვებით, ყოველი მეოთხე გოგო თუ ბიჭი სიგარეტს უკიდებდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მწეველი თინეიჯერების უმეტესი ნაწილი გამოცდაზე მშობლის გარეშე იყო მოსული. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მშობლებთან ერთად გამოცხადებულ აბიტურიენტებშიც მოიძებნებოდნენ მწეველები.
ვითარება რომ მართლაც საგანგაშოა, ამაზე სპეციალისტებიც საუბრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთ დროს მშობლის ჩარევაც აუცილებელია, რადგან თამბაქოზე დამოკიდებულება შესაძლოა, სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების საფუძველი გახდეს“ - ვკითხულობთ სტატიაში.
0
0