02/02/2025
18:27
საზოგადოება
თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, ცოტა ხნის წინ დაძაბულობა იყო.
კერძოდ,აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
დემონსტრანტები ცდილობდნენ, სრულად დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე ჩაკეტეს, მოგვიანებით სრულად გადაეკეტათ.
პოლიცია მათ მოუწოდებთ, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.
ცნოისთვის, დემონსტრანტების მცირე ნაწილმა გზის მეორე მხარეს გადასვლა შეძლო, როდესაც, დროებით მოძრაობა შეფერხდა კიდეც, თუმცა პოლიციელებმა ავტომობილებს გავლის შესაძლებლობა მალევე მისცეს.
ამ დროისთვის, “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები.
[ფოტოზე დრო: 18:25]
0
0