ლოს-ანჯელესში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია - მატერიალური ზარალი 250 მილიარდ დოლარს შეადგენს
02/02/2025
20:01
მსოფლიო
A-
+A
ლოს-ანჯელესის გარეუბანში ხანძარი სრული კონტროლის ქვეშაა. ამის შესახებ ინფორმაციას კალიფორნიის სატყეო და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, პასიფიკ-პალისეიდსა და იტონის რაიონებში ორი დიდი ხანძრის კერა 100%-ით ლოკალიზებულია. ხანძრის საერთო ფართობი 233 კვ. კმ იყო, რაც დაახლოებით 33 000 ფეხბურთის მოედნის ტოლია .
დანგრეულია 16255 შენობა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 29 ადამიანი.
Reuters-ის ცნობით, ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი 250 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ სამხრეთ კალიფორნიაში წვიმა გასულ კვირას მოვიდა, რაც ხანძრის ჩაქრობას დაეხმარა.
0
0
46
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%