30/01/2025
16:03
პოლიტიკა
„გრანტებიდან შემოსული თანხები პოლიტიკაში შავი ფულის სახით მიდიოდა. ამით რევოლუციების მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება ხდებოდა. ამიტომ მივიღეთ შესაბამისი კანონი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ში ჰაკერების მიერ USAID-ის გრანტების ბაზის გატეხის საკითხს ეხება, საიდანაც გაირკვა, რომ თანხები გამოყოფილი იყო სამ პროექტზე, რომლის დეტალური ინფორმაციაც უცნობია.
„ჩვენ ზუსტად ამიტომ მივიღეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომ საქართველოში რა თანხებიც შემოდის გრანტების სახით, საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, თუ რაში იხარჯებოდა და იხარჯება. რა თქმა უნდა, ეს თანხები პოლიტიკაში შავი ფულის სახით მიდიოდა. ამით რევოლუციების მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება ხდებოდა. სწორედ ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული კანონი მიგვეღო, თუმცა, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ყველა მსგავსი დაფინანსება გააჩერა. ზოგადად საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, რასაც მივესალმები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0