07/02/2025
11:05
საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს კლინიკა „ვივამედში“ დღეს მოინახულებს.
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექიმთა ჯგუფი 18:00 საათზე შევა.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექიმმა, გიორგი გვილიამ განუცხადა.
„ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი შემადგენლობით: ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია, გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები, გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია, ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია.
ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას“, - აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 3 დღის წინ გადაიყვანეს.
0
0