08/02/2025
17:19
პოლიტიკა
საქართველოში „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.
„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაცაგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ სთეითი“ ოლიგარქიულ გავლენებს. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს. არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! ოლეე, ოლაა-ზე იხილეთ პრემიერის დღევანდელი კომენტარი“, – წერს მამუკა მდინარაძე.
0
0