30/01/2025
14:18
პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობას ევროპულ გზაზე ხელჩაკიდებული სვლა წარმოადგენს, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.
„საქართველოსა და სომხეთს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობას ჩვენს ევროპულ გზაზე ხელჩაკიდებული გავლა წარმოადგენს. ეს ჩვენი საერთო, უალტერნატივო სტრატეგიაა, რათა ორივე ქვეყნისთვის მშვიდობას, დემოკრატიას და კეთილდღეობას მივაღწიოთ!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი სექტორები და განვითარების შემდგომი პერსპექტივები განიხილეს.
„ეს პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ, უფრო მაღალ დონეზე აყვანისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
0
0