საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა
03/02/2025
21:30
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„ბიუჯეტის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ იარსებებს“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ.
როგორც მედია აღნიშნავს, რადიკალურმა მემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ბაირუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვა, თუმცა „სოციალისტურმა პარტიამ“ განაცხადა, რომ წინადადებას მხარს არ დაუჭერს.
ცნობისთვის, დეკემბერში ფრანსუა ბაირუს წინამორბედმა, მიშელ ბარნიემ ბიუჯეტი კენჭისყრის გარეშე, კონსტიტუციის 49.3-ე მუხლის გამოყენებით დაამტკიცა, რის შემდეგაც მას საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
0
0
120
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%