06/02/2025
11:27
საზოგადოება
საქართველოში "საერთაშორისო მისიებში მონაწილეთა კავშირი" დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, საერთაშორისო მისიებში მონაწილე ყოფილი და მოქმედი სამხედროების მხარდაჭერას, მათი ცოდნის და გამოცდილების გამოყენებას სამშობლოს უსაფრთხოების სასარგებლოდ.
"დღევანდელი მონაცემებით საქართველოს ჰყავს 33 612 საერთაშორისო მისიებში(ერაყი, ავღანეთი, კოსოვო, ცენტრალური აფრიკა) მონაწილე ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. აქედან დაღუპული 35 (32 ავღანეთი, 3 ერაყი) და დაჭრილ-დასახიჩრებული 317 (302 ავღანეთი, 15 ერაყი) სამხედრო მოსამსახურე. 33 612 მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების (ომის ვეტერანის) სტატუსის მატარებელია დღევანდელი მონაცემებით 23 951 ბენეფიციარი. აღნიშნული შემადგენლობიდან ძირითადი ნაწილი დღემდე მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ხოლო გარკვეული ნაწილი სამოქალაქო სექტორში არის დასაქმებული. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქართველო მცირე ადამიანური რესურსის მქონე ქვეყანათა სიას განეკუთვნება და ჩვენ არ გაგვაჩნია იმის ფუფუნება, რომ არ იქნეს გამოყენებული, ჩვენი სამშობლო თავდაცვის უნარიანობის ამაღლების მიზნით არცერთი ჩვენი თანამებრძოლის ადამიანური და პროფესიული უნარების, რესურსის, ცოდნის და გამოცდილება. ასევე არ გვსურს, რომ ყურადღების მიღმა დარჩეს, რომელიმე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. ამ ყოველივეს გამო, ახლახან „საქართველოს გენერალთა კლუბის“ სტრუქტურულ შემადგენლობაში შეიქმნა „საერთაშორისო მისიებში მონაწილეთა კავშირი“, რომლის მიზანი არის აღირიცხოს, შეისწავლოს და შესაბამისი გამოცდილება-კვალიფიკაციის მიხედვით გაუწიოს გარკვეული დახმარება-რეკომენდაციები დასაქმებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ძალოვან უწყებებთან ასოცირებულ ორგანიზაციებთან, ასევე კერძო კომპანიებში, როგორც საქართველოს შიგნით ასევე მის გარეთ. (ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოში აკრედიტებულ ამერიკის, თურქეთის, გერმანიის და ა.შ. სამხედრო ატაშეებთან, რომელთაც აღგვითქვეს დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტის შემადგენლობა, რომელიც მათი ქვეყნის ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობდა მისიებში, იქნება აყვანილი მაქსიმალურად მათი ყურადღების ქვეშ, რაც გამოიხატება სამედიცინო, სარეაბილიტაციო თუ სხვა მიმართულებით დახმარებებში.) აღნიშნულ კავშირში გაწევრიანებით თქვენ არ დაგეკისრებათ რაიმე სახის გადასახადები ან ვალდებულებები, უბრალოდ რეგისტრირდებით აღნიშნულ კავშირში, რომელიც შეისწავლის თქვენს გამოცდილებას, ოჯახურ მდგომარეობას, საცხოვრებელ პირობებს და ამ ყოველივეს გათვალისწინებით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ როგორც მოხალისეთა შეკრების ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ გომბორის მოსამზადებელ ცენტრში მიმდინარე პროგრამაში, ასევე უშუალოდ ჩაერთოთ მომდევნო წლისთვის დაგეგმილ პროექტებში, რომლებიც იგივე ა(ა)იპ-ს გაფართოების ფარგლებში განხორციელდება დასავლეთ საქართველოში და რამდენიმე მაღალმთიან რეგიონში. აღნიშნულ შეკრებებში მონაწილეობით, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა შეხვდეთ თქვენს თანამებრძოლებს და ერთად გაიაროთ უფასო 5 დღიანი შეკრება, ხოლო სათანადო უნარების გამოვლენის და ინსტრუქტორთა სათანადო რეკომენდაციის შემდეგ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთოთ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში როგორც ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი. აღნიშნულ პროექტში ჩართულობით, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, რომ დასაქმდეთ უცხოურ და ქართულ კერძო კომპანიებში, მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს ეგიდით საზღვარგარეთ სამაშველო ოპერაციებში, თქვენი კვალიფიკაციის და გამოცდილების გათვალისწინებით. მითუმეტეს, რომ თუ თქვენ გეგმავთ უახლოეს წლებში თავდაცვის ძალებიდან პენსიაზე გასვლას, ან იმყოფებით საზღვარგარეთ, ან საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში, გსურთ სამშობლოში დაბრუნება და ვერ ხედავთ პერსპექტივას, ჩვენ შევეცდებით გაგიწიოთ როგორც იურიდიული კონსულტაცია-დახმარება, ასევე შევეცდებით დაგეხმაროთ დასაქმებაში თქვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით. „საერთაშორისო მისიებში მონაწილეთა კავშირი“-ს ერთ-ერთი მიზანია, რომ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობდნენ უცხოეთის საერთაშორისო მისიებში, გაუთანაბრდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების ომის მონაწილის სტატუსის მატარებლის სტატუსს. (ამ ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე აყვანის მიზნით, აქტიურად მუშაობს სსიპ - „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“) „საერთაშორისო მისიებში მონაწილეთა კავშირი“ არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და მასში გაწევრიანება შეუძლია ყველა ყოფილ ან მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს, ვისაც შესაბამისი სურვილი გააჩნია. გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში დაიმატეთ ჩვენი ფეისბუქ პროფილი მეგობრებში და შეავსეთ ელექტრონული ანკეტა https://forms.gle/msWNvwQBYF7vfx7E8 დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის, დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან მეილზე. ტელეფონი - 577 92 20 01 მეილი - internationalmissions5@gmail.com" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0