31/12/2024
14:52
მსოფლიო
2004 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა ვებგვერდი, სახელწოდებით TheFacebook-ი, შექმნა.
„ეს ციფრული საძიებელია“, - განუცხადა CNBC-ს ცუკერბერგმა 2004 წელს.
TheFacebook-ი, თავდაპირველად, მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ერთმანეთთან დასაკავშირებლად შეიქმნა. თუმცა მისი გაშვებიდან ერთი თვის შემდეგ, ჰარვარდის ექსკლუზიური ვებგვერდი ასევე ხელმისაწვდომი გახდა სტენფორდის, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ამჟამად კი, 20 წლის შემდეგ, Facebook-ზე 3 მილიარდი მომხმარებელი ,,ცხოვრობს’’.
„როდესაც ჩვენ 18 ან 19 წლის ვიყავით, ვერ ვიტყოდით: „ერთ დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე ფასეული კომპანია გახდება დედამიწაზე!“ 2004 წელს, როდესაც იელში სწავლა დავიწყე, Facebook-ი უკვე „პოპულარული ინსტრუმენტი“ ჩანდა. სტუდენტები ვებსაიტს, ძირითადად, ახალი ადამიანების მოსაძებნად ვიყენებდით, რომლებსაც წვეულებებზე ან აუდიტორიაში ვხვდებოდით. 2004 წელს ვებსაიტი "რუდიმენტურად" გამოიყურებოდა და არსებითად უფრო შეზღუდული იყო, ვიდრე დღევანდელი Facebook-ია. მას არ ჰქონდა „მოწონების“ ფუნქცია ან ახალი ამბების წყარო. ეს მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანების პროფილებს, ვისთანაც ვმეგობრობდით და შემდეგ სხვა ადამიანებს, ვისთანაც შეგეძლოთ დაკავშირება, სურვილისამებრ“, - თქვა უძრავი ქონების ინვესტორმა ჯონ ერიკომ.
იელის 2008 წლის კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, რომ პროფილის სურათებად ყველა ე.წ. ჰედშოთს ანუ პროფესიონალურ პორტრეტს ან თავიანთი უნივერსიტეტის ფოტოებს იყენებდა. პროფილების უმეტესობა მოიცავდა ძირითად დეტალებს, როგორიცაა სკოლა, სწავლის სფერო, ურთიერთობის სტატუსი და პირადი ინტერესები.
,,შექმნიდან პირველი წლის განმავლობაში, Facebook-მა მეტი ფუნქცია შეიძინა. ფუნქცია ,,კედელი’’ 2004 წლის სექტემბერში Facebook "ჯგუფებთან" ერთად შეიქმნა. ეს იყო 1000 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც თამაშს The Oregon Trail-ს ეფუძნებოდა. Facebook-ი ხდებოდა ,,ჯადოქრული’’ პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იყო არამარტო გარშემომყოფებთან, არამედ მსოფლიოსთან დაკავშირება, რაც ჩვეულებრივად არ მოხდებოდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში შეიცვალა Facebook-იც და მისი თავდაპირველი მომხმარებლებიც. ახლა, ცხოვრების სხვა ფაზაში ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ვიყენებთ Facebook-ს, თუმცა უკვე უფრო პრაქტიკული მიზნებისთვის. Facebook-ი მნიშვნელოვანია, რადგან ის მთელს მსოფლიოში ადამიანებთან კონტაქტის შენარჩუნებაში გვეხმარება, თუმცა სამწუხაროა ის ზეგავლენა, რაც სოციალურმა მედიამ შეიძლება მოახდინოს მომხმარებელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,“ - თქვა ჯონ ერიკომ.
როგორც ცნობილია, სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი 2022 წლიდან მუშაობს კანონმდებლობის მიღებაზე, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე ბავშვების ონლაინ წვდომისგან დაცვას, რადგან მზარდი შეშფოთება არსებობს, რომ ონლაინ ინტერაქცია ბავშვებში კვებით აშლილობას იწვევს და მათ ბულინგისა და სუიციდური აზრებისკენ უბიძგებს.
0
0