26/01/2025
23:40
პოლიტიკა
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როდესაც ჩვენ ვიყენებდით იმ ტერმინს, რომელსაც „გლობალური ომის პარტია“ ჰქვია, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დასახელებით მოიხსენებენ ხოლმე, მაგალითად ბატონი ტრამპი საუბრობს „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით და ზუსტად ერთი და იგივე ძალაა, რომელსაც აქვს უდიდესი გავლენები და სახელს რას ვუწოდებთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„რეალურად სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავთ „დიფ სთეითის“ გავლენას დაქვემდებარებული ადამიანები, როგორც უცხოეთში, ისე სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, რომელთა მიზანიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა ნამდვილად არ არის.
ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა, იმასაც კი ბედავენ - რომ მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერონ, რომ თურმე ჩვენ სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთის ფედერაციას, ამით ჩამოვამხოთ მთელი ეკონომიკა და ამ ყველაფერს ადამიანები მხარს უჭერენ.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველას წაკითხული აქვს ის რეზოლუცია, რომელიც მიიღეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა, ვინც თუნდაც, ინიციატორი იყო, დანამდვილებით იცის, რასაც აწერდა ხელს იმიტომ, რომ ისინიც სამწუხაროდ, გავლენების ქვეშ არიან და რადგანაც გავლენების ქვეშ არიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მიღებულ დავალებას ასრულებენ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
0
0