23/12/2024
16:56
პოლიტიკა
ქართული ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური კლასის მთავარი პრობლემა არის სულსწრაფობა და ცრუ მოლოდინებით პროცესების სათავისოდ გარდატეხის მცდელობა, რასაც ჩვენ თვალს მივადევნებთ ბოლო 5 წლის განმავლობაში. გარკვეულწილად, ეს გაზვიადებული და ცრუ მოლოდინები, მხარდაჭერილი მათივე მედია პლატფორმით და ოპოსაექსპერტო საზოგადოების ჩართულობით, კი ქმნის საპროტესტო მუხტის აწევის წინაპირობებს, მაგრამ საბოლოოდ ამ მუხტის დავარდნის და საკუთარი ელექტორატის ფრუსტრაციის და უიმედობის ფაქტორად გვევლინება, - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, გაზვიადებული მოლოდინები კი ქმნიან საპროტესტო მუხტის აწევის წინაპირობას, მაგრამ საბოლოოდ, მუხტის დავარდნას და ოპოზიციური ელექტორატის ფრუსტრაციისა თუ უიმედობის ფაქტორად გვევლინება.
"ქართული ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური კლასის მთავარი პრობლემა არის სულსწრაფობა და ცრუ მოლოდინებით პროცესების სათავისოდ გარდატეხის მცდელობა, რასაც ჩვენ თვალს მივადევნებთ ბოლო 5 წლის განმავლობაში.
გარკვეულწილად, ეს გაზვიადებული და ცრუ მოლოდინები, მხარდაჭერილი მათივე მედია პლატფორმით და ოპოსაექსპერტო საზოგადოების ჩართულობით, კი ქმნის საპროტესტო მუხტის აწევის წინაპირობებს, მაგრამ საბოლოოდ ამ მუხტის დავარდნის და საკუთარი ელექტორატის ფრუსტრაციის და უიმედობის ფაქტორად გვევლინება. სწორედ ამ ფანტომური პოლიტიკის შედეგია, ყველა ის შედეგი, რაც ამ ფორმაციის ოპოზიციამ აჩვენა 2020-2024 წლებში, და ვერ აიღო რა მოსაგებად საჭირო მილიონიანი ხმა, წააგო ეს არჩევნებიც. მიუხედავად ერთი შეხედვით მომგებიანი ჰანდიკაპისა, ვგულისხმობ 2019 -2020 წლების საპროტესტო გამოსვლებს და მიმდინარე წლის გაზაფხულის და შემოდგომის აქციების ზეგავლენასაც.
გადაჭარბებული და ცრუ მოლოდინების მკაფიო მაგალითია, მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებიც, რაც მთელი ამ პროცესის ახალგაზრდობის მხრიდან, თვითორგანიზების კუთხით წარმოჩინების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც ოპოზიციურ სპექტრში ახდენს გადაკვეთას. ზოგადად ცრუ მოლოდინების კლასიკური მაგალითია პრეზიდენტ სალომე ზურაბაშვილის საპრეზიდენტო ვადის გადავადების წარმოჩინებაც, თითქოს ის ხელისუფლების „არალეგიტიმურობის“ გამო, ახალ არჩევნებამდე პრეზიდენტის მანტიის მატარებელი იქნება. თუმცა ამავე დროს მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მისი უკვე „ყოფილი პრეზიდენტის“ ("Former President") რანგში მოხსენიება, არა მგონია ოდენ წამოცდენის შედეგი იყოს. საერთაშორისო სამართალში ოფიციალური საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი პირი, დამსახურებების მიუხედავად ავტომატურად ამ სტატუს იძენს, ერთადერთი გამონაკლისით თუ ქვეყანა სამხედრო მოქმედებების არეალში აღმოჩნდება ანუ პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი, კონსტიტუციურ უფლებამოსილებას აგრძელებს ქვეყნის ეგზისტენციალური საფრთხისას.
დამერწმუნეთ ამაშიც, რომ ამ კუთხით არანაირი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ქვეყანა არ დგას! ქვეყანა, რომ რუსული თუ ჩინური ვექტორისკენ მიექანება, არის არასერიოზული და ბოდვითი ნაწილი, როდესაც დასავლური ორიენტაციის ვექტორის საკონსტიტუციო ჩანაწერი 78 მუხლის სახით არ შეცვლილა და არც არავინ მის შეცვლას არა აპირებს!
კიდევ ერთი ფანტომია ლეგიტიმაციის პრობლემასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება არ ითვალისწინებს არჩევნების შედეგების აღიარების ან არაღიარების პირდაპირ ვერდიქტს, რასაც ოპოზიცია ასე დაბეჯითებით ცდილობს წარმოაჩინოს. მიმაჩნია, რომ მოხსენების ტერმინოლოგურ ნაწილში ეს ისედაც იშიფრება ოღონდ სულ სხვა ტონალობით. მაგალითად ვენესუელაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას, რომელიც 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა, პირდაპირ მინიშნებულია, რომ არჩევნები პოლიტიკურად სადავო იყო, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლები მას არც თავისუფალს და არც სამართლიანს არ უწოდებდნენ( international monitors calling it neither free nor fair). რაც მთავარია, ასახელებდნენ, რომ მადუროს ადმინისტრაცია აკონტროლებდა ინსტიტუტების უმეტესობას და ღიად რეპრესირებდა პოლიტიკურ ოპოზიციაზე არჩევნებამდე, და არჩევნების შემდეგ(repressed the political opposition before, during, and after the election) და რაც არის პირდაპირი აღიარება არჩევნების არალეგიტიმურობაზე! ამასთან, იქაურმა ოპოზიციამ წარმოადგინა "ძლიერი მტკიცებულება"(opposition provided "strong evidence") რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა (გონსალესმა) მოიგო არჩევნები დიდი სხვაობით. გონსალესი წარმოადგენდა უნიტარულ პლატფორმას (ესპ. Plataforma Unitaria Democrática; PUD), მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ალიანსს, ხოლო ოპოზიციამ გამოაქვეყნა კენჭისყრის დამკვირვებლების მიერ გამოკითხვის უმრავლესობიდან შეგროვებული ოფიციალური საანგარიშო ფურცლების ასლები(the opposition releasing copies of official tally sheets collected by poll watchers from a majority of polling centers).
თუ კარგად დავაკვირდებით ტერმინოლოგიურ სემანტიკას, გასაგები უნდა იყოს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე იგივე ეუთო/ ოდირის საბოლოოო დოკუმენტს, არაფერი საერთო არჩევნების არალეგიტიმაციასთან არა აქვს! მეტიც, ოპოზიციამ ფაქტობრივად ვერ წარმოადგინა ვერანაირი მყარი მტკიცებულება არჩევნების „ტოტალურ გაყალბებაზე“, 300 000 ხმის გაყალბების ოპოვერსია უბრალოდ ელემენტარული სერიოზულობის მიღმა რჩება.
რეალურად, „ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაც, მიუხედავად კრიტიკისა და შეფასების მკაცრი ტონალობისა, რაც კარგი იქნება თუ ხელისუფლება სამომავლოდ გაითვალისწინებს, მაინც არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ახალ არჩევნებზე იყოს საუბარი. უფრო პირიქით, აქ საუბარია რეკომენდაციების შესრულებაზე, პირდაპირი მინიშნებით არჩეული ხელისუფლების მხრიდან. ევროკავშირის წარმომადგენელი ქალბატონი მარტა კოსი, რომელიც არის გაფართოების კომისარი და რომელთანაც უნდა ჰქონდეს საქართველოს ურთიერთობა, იზიარებს ამ შეფასებას!" - წერს გიორგი ცუცქირიძე.
0
0