06/02/2025
14:24
მსოფლიო
პოლონეთის გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Gazeta Wyborcza პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბოგდან სვიეჩკოვსკიზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, იანვრის ბოლოს მან გენერალურ პროკურატურაში 60-გვერდიანი ცნობა წარადგინა. სვიეჩკოვსკი ტუსკს, ასევე სხვა მინისტრებს, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს, დეპუტატებსა და მმართველი კოალიციის სენატორების, რამდენიმე მოსამართლესა და პროკურორს ადანაშაულებს.
მისივე თქმით, დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული პირები 2024 წლის 13 დეკემბრიდან მოქმედებენ „ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფად“ პოლონეთის კონსტიტუციური წყობის შესაცვლელად, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების, მათ შორის მოსამართლეთა ეროვნული საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. მიზნის მისაღწევად, სვენჩკოვსკის თქმით, ისინი ასევე იყენებენ ძალადობას და მუქარას. პროკურატურამ ის მომჩივნის სახით უკვე დაკითხა.
სვიჩკოვსკის ინიციატივას მხარი დაუჭირა პარტია კანონი და სამართლიანობის (PiS) ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა პირდაპირ არ ეთანხმება გადატრიალების ბრალდებას, მაგრამ ამბობს, რომ ქვეყანაში „კანონისა და კონსტიტუციის უხეში დარღვევა“ ხდება. მისი აზრით, პოლონეთში მმართველი სამოქალაქო კოალიცია „იბრძვის თითქმის ოთხი ათასი მოსამართლის განადგურებისთვის“, რადგან თვლის, რომ ისინი მისი კონტროლის გარეშე დაინიშნენ.
ტუსკმა გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით "სახელმწიფო გადატრიალება" და სიცილის ემოჯი. კადრს მიღმა ხმა პრემიერს ეჭვების შესახებ ატყობინებს, რაზეც ის სიცილით პასუხობს: "დამშვიდდი, ჩვენ აქ სერიოზული საქმე გვაქვს. ამას მოგვიანებით მოვაგვარებთ".
0
0