02/02/2025
18:53
სამართალი
თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე პოლოციელებმა ტერიტორიას განარიდეს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, დაკავებულები არიან თუ არა ისინი.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
კერძოდ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
დემონსტრანტები ცდილობდნენ, სრულად დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.
ამ წუთებში კი დემონსტრანტებმა აღმაშენებლის ხეივნის, თბილისიდან გასასვლელი გზით დაიწყეს მსვლელობა. აქციის მონაწილეები სავარაუდოდ პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე ჩაკეტეს, მოგვიანებით სრულად გადაეკეტათ. თუმცა პოლიციელებმა მალევე აღადგინეს საავტომობილო მოძრაობა.
პოლიცია მათ მოუწოდებთ, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.
0
0