03/02/2025
15:34
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციამ, უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, ოთხ მსხვილ საინფორმაციო სააგენტოს - The New York Times-ს, NBC News-ს, NPR-სა და Politico-ს 14 თებერვლამდე პენტაგონში საოფისე სივრცეების დაცლა მოსთხოვა.
"მედიის როტაციის ახალი წლიური პროგრამის შესახებ" მემორანდუმში ნათქვამია, რომ პეტაგონი გააუქმებს ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს, Comcast Corp-ის კუთვნილ NBC News-ისა და Politico-სთვის განკუთვნილ სივრცეს - აღნიშნულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ადგილები 14 თებერვლამდე უნდა გაათავისუფლონ. მათ მიერ ამჟამად დაკავებულ ოფისებს დაიკავებენ ნაკლებად გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოები - The Times, One America News, Breitbart News და HuffPost.
,,ყოველწლიურად, ყოველი ტიპის მედიიდან (ბეჭდური, ელექტრონული, სატელევიზიო და რადიო) თითო მედიასაშუალება პენტაგონის პრესის კორპუსში როტაციულ რეჟიმში იმუშავებს. შედეგად, ოფისში გამოყოფილი იქნება ადგილი იმავე ტიპის მედიასაშუალების ახალი გამოცემისთვის, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა შესაძლებლობა ყოფილიყო პენტაგონის პრესის კორპუსის მუდმივი წევრი. ამ ნაბიჯის მიზანია, მრავალფეროვნების თვალსაზრისით, მივცეთ სხვადასხვა მედია ორგანიზაციებს პენტაგონიდან ინფორმაციის გაშუქების საშუალება,’’ - ნათქვამია მემორანდუმში.
”ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ამ გადაწყვეტილებით, რადგან აღარ გვექნება წვდომა პენტაგონში განთავსებულ სამაუწყებლო კაბინაზე, რომელსაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ვიყენებდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებებია, NBC News-ი ახალი ამბების გაშუქებას კვლავ სამართლიანობით და სიმკაცრით გააგრძელებს”, - თქვა NBC News-ს წარმომადგენელმა.
0
0