04/02/2025
19:43
სამართალი
მოსამართლე ნინო ენუქიძემ სანაპიროზე, საპროტესტო მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ქადაგიძემ კი რეპლიკის სახით განაცხადა: “რუსთაველზეც მოვასწრებთ”.
კერძოდ, მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით.
სხდომა საქმეზე 7 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ადვოკატებმა მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით სხდომის დაწყებისას მიმართეს, მათი თქმით, საქმის მასალების გაცნობისთვის დრო სჭირდებათ.
უფრო კონკრეტულად, ადვოკატ, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მათ რამდენიმე წუთის წინ გადაეცათ საქმის მასალები, ამიტომ დრო სჭირდებათ, რათა შსს-ს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გაეცნონ, ასევ, მოიძიონ მოწმეები.
0
0