31/01/2025
10:53
მსოფლიო
ერაყიდან ლტოლვილი სალვან მომიკა, რომელმაც ყურანის დაწვის შემდეგ ძალადობრივი პროტესტი გამოიწვია, სტოკჰოლმში, საკუთარ ბინაში მოკლეს.
სალვან მომიკამ პოლიტიკური თავშესაფარი შვედეთში მოიპოვა. ის საკუთარ თავს ათეისტს უწოდებდა და მკვეთრი ანტიისლამური განცხადებით გამოდიოდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც, 2023 წელს, მომიკამ, სტოკჰოლმის ცენტრალური მეჩეთის გარეთ, ისლამის წმინდა წიგნის ასლი დაწვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომიკა საკუთარ ბინაში იმ დროს მოკლეს, როცა სოცქსელის, TikTok-ის პირდაპირ ეთერში იყო - რამდენიმე საათით ადრე, სანამ განაჩენს გამოუტანდნენ ეთნიკური და ეროვნული ჯგუფის წინააღმდეგ წაქეზების მუხლით. მომიკას გარდა, საქმეში გადის კიდევ ერთი პირი. განაჩენის გამოტანაგადაიდო. მეორე ბრალდებულმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შემდეგი მე ვიქნები“.
როგორც BBC-ს სტოკჰოლმის პოლიციამ განუცხადა, 40-წლამდე სალვან მომიკას მკვლელობის შემდეგ, 5 ადამიანი დააკავეს. მამაკაცი, რომლის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მოგვიანებით, ის გარდაიცვალა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ გამოძიებაში შვედეთის უსაფრთხოების სამსახურები ჩაერთვნენ, რადგან „უცხო ძალებთან კავშირების აშკარა რისკი არსებობს.''
0
0