31/01/2025
13:40
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) უმაღლესი თანამდებობის პირებს გადადგომას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გათავისუფლებით ემუქრება. ინფორმაციას CBS News-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ გადადგომისკენ მოუწოდა ისეთი თანამდებობის პირებს, რომელთან ზოგიერთი FBI-ში აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობს და ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის საქმეები აბარია.
ცვლილებები გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი პირების საქმიანობის გამოძიების ნაწილია, ირწმუნებიან ტელეარხის წყაროები.
CBS News-ის ცნობით, საუბარი გათავისუფლებებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც FBI-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ტრამპის მიერ წარდგენილ კეშ პატელს კონგრესის სენატში უსმენდნენ. სენატში პატელი ცდილობდა დაერწმუნებინა კანონმდებლები, რომ ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.
0
0