29/01/2025
18:25
საზოგადოება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, კოსტავას ქ. N27-იდან N59-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
„საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე 30 იანვარს, 00:30-იდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, კოსტავას ქ. N27-იდან N59-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნიკო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0