30/01/2025
22:55
პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანიას ძმას, გოგლა ჟვანიას უირისპირდება და მას “ძმის სიკვდილით ვაჭრობაში” ადანაშაულებს.
"ზურა ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანიას ინტერვიუ ვნახე, წუხს ევროსაბჭო დატოვა ქართული ოცნების დელეგაციამო.
საერთოდ ამ კაცს რომელმაც საკუთარი ძმის სიკვდილით რომ ივაჭრა და ფული აკეთა – აზრს რატომ ეკითხებით ეგ გამკვირვებია.
გოგლა ჟვანიას ბოდიში აქვს მოსახდელი ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან.
2012 წელს ბიძინასთან შეთანხმებით, ზურა ჟვანიას მკვლელობას გვტენიდა მთელი ოჯახი. მიუხედავად იმისა რომ სიმართლე ჟვანიას სიკვდილზე და რეალურ მიზეზებზე ყველაზე კარგად მისმა ძმამ და ოჯახმა იცოდა.
ისიც კარგად იცოდა რომ მიუხედავად უბინძურესი პროპაგანდისა რაც ენმს წინააღმდეგ აწარმოეს ფულის სანაცვლოდ – ენმ და მიხეილ სააკაშვილს არც ერთი სიტყვა არ დაცდენია ნამდვილ გარემოებებზე. (თუმცა ბევრი და მათ შორის მეც, ამდენი ბინძური ცილისწამებისგან დაღლილი მომხრე ვიყავი ამ საკითხის გასაჯაროების)
და არა მხოლოდ გოგლა ჟვანიას, ბევრს გაქვთ ამ საკითხზე ბოდიში მოსახდელი ყოფილ თუ მოქმედ ქოცებს." - აცხადებს წითლიძე.
ცნობისთვის, PACE-ში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, “ქართული ოცნების” მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია “პირველებთან” ეხმაურება.
გოგლა ჟვანია ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ევროსაბჭოში გასაწევრიანებლად კონკრეტულმა მოქალაქეებმა დიდი შრომა ჩადეს და სწორედ ამ პროცესებში უდიდესი წვლილი ზურაბ ჟვანიას მიუძღვის.
0
0