14/01/2025
12:50
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, თეირანის სადავო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ირანს, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის დიალოგი გაგრძელდება.
"გაიმართა გულწრფელი და კონსტრუქციული მოლაპარაკებები. განვიხილეთ საკითხები, რომლებიც მოიცავს გარკვეულ დეტალებს ირანისთვის სანქციების მოხსნასა და ბირთვულ სფეროებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და შეთანხმების მისაღწევად, ყველა მხარემ უნდა შექმნას და შეინარჩუნოს შესაბამისი ატმოსფერო", - წერს X-ზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო და იურიდიულ საკითხებში ყაზემ ღარიბაბადი.
2018 წელს შეერთებულმა შტატებმა, მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა და ირანს მკაცრი სანქციები დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ირწმუნებოდა, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსაუხრებოდა, აშშ-მა ქვეყანა შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასა და თეირანს შორის შეთანხმების აღდგენის მცდელობის მიზნით წარმოებული არაპირდაპირი მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა. ტრამპმა კი პირობა დადო, რომ დაუბრუნდება იმ პოლიტიკას, რომელსაც წინა ვადის ფარგლებში ატარებდა, როდესაც ის, ირანის ეკონომიკის განადგურების მცდელობით, აიძულებდა ქვეყანას ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტების პროგრამისა და რეგიონულ საქმიანობის შესახებ გარიგებაზე მოლაპარაკება დაეწყო.
0
0