03/02/2025
18:17
პოლიტიკა
იმედი გვაქვს, „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა საქმით აისახება საქართველოში, კარგია სიტყვა, რომელიც გავიგეთ, ახლა გვაინტერესებს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ტრამპის პოლიტიკაში ასახულია ის პოლიტიკა, მიდგომები, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადდა და ასე დინამიურად მიმდინარეობს აღმასრულებელი განკარგულებების სახით, თუ ვაშინგტონში მიმდინარე ღონისძიებებით, არ აისახება საქართველოზე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ბოლო პერიოდში ვხედავთ გამწვავების მცდელობას რადიკალური ოპოზიციისა და მათი მოკავშირე რადიკალური „ენჯეოების“ მხრიდან, რომლის დაფინანსების წყაროც ზუსტად მიდის აშშ-ის ბიუჯეტამდე. ჩვენ ჯერჯერობით ამ პოლიტიკის ასახვას ადგილზე ვერ ვხედავთ. იმედი გვაქვს, დავინახავთ ამ სიგნალებს როგორც დონორების, ისე საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ამერიკის სხვა წარმომადგენლების მხრიდან. რაც შეეხება თავად პოლიტიკას, რომელიც წარმოებს – გვიხარია, რომ ერთი-ერთში ასახულია პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაში ის, რაზეც ვსაუბრობდით და ის პოლიტიკა, მიდგომები, რაც გვქონდა უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ასახულია მათ შორის, აღმასრულებელ განკარგულებაში, რომელმაც საფუძველი ჩაუდო საერთაშორისო დახმარების გადახედვას. პირდაპირ საფუძვლად არის მოტანილი, რომ აშშ-ის ბიუჯეტის დაფინანსებით ხდებოდა სხვა ქვეყნებში უცხო იდეოლოგიების თავს მოხვევა, დესტაბილიზაციის შეტანა და ჰარმონიული დაფინანსებისთვის ხელის შეშლა, რაზეც ამდენი ხანი ვსაუბრობდით და ამაზე ჰქონდათ მწვავე რეაქცია სხვადასხვა წარმომადგენლებს. ასე რომ, კვლავ მოლოდინში ვართ. კარგია სიტყვა, რომელიც გავიგეთ, ახლა გვაინტერესებს საქმე, როგორ განხორციელდება საქართველოში. ჯერჯერობით პირიქით, ვხედავთ გამწვავებას იმ ტაქტიკების, ხელისუფლების წინააღმდეგ არადემოკრატიული ქცევის, რომლებიც ჰქონდა ოპოზიციას და მის მოკავშირე „ენჯეოებს“. ვნახოთ, ტაქტიკებს ვაკვირდებით და იმედი გვაქვს, „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა საქმით აისახება საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0