04/02/2025
19:05
საზოგადოება
გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მეურვეები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, დგანან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც კი არ გვაკრიტიკებენ, გვაყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა შონიამ.
მისივე თქმით, შეიძლება ბევრი რამ არ იყოს მოსაწონი, მაგრამ მნიშვნელოვანია, შეურაცხყოფის გარეშე, ადამიანური ურთიერთობის შენარჩუნება და პოზიციების მოსმენა.
„გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მეურვეები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, დგანან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც კი არ გვაკრიტიკებენ, გვაყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას; თუ რამე არ მოგეწონებათ, მეგობრებო - ჩვენც ბევრი რამე არ მოგვწონს, მაგრამ ვინარჩუნებთ ღირსებას, ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს ვუთხრათ, რომ რაღაც არ მოგვწონს“ - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა შონიამ.
0
0