03/02/2025
20:37
საზოგადოება
გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი კობა ღვინიაშვილი, რომელსაც საზოგადოება იცნობს გურამ პატარაიას ფილმიდან „რეკორდი“, სადაც ის ჯოტია ცაავას როლს ასრულებს.
კობა ღვინიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოძრავ სატელევიზიო სადგურში ოთხ ათეულ წელზე მეტი, მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ "რეკორდი" „ქართული სატელევიზიო ფილმების სტუდიაშია“გადაღებული, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, საქართველოს ტელევიზიაში შეიქმნა.
ფილმის ავტორებმა გურამ პატარაიამ და ამირან ჭიჭინაძემ, ცნობილი ჩეხი მწერლის მოთხრობა, ქართულ ყოფას მუსადაგეს. „მსოფლიო რეკორდს ბირთვის ტყორცნაში“ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ამყარებდნენ.
ფილმის გმირს, ჯოტია ცაავას მხოლოდ მაშინ შეუძლია დაამყაროს რეკორდი, როცა მას აგინებენ.
„რეკორდი“, 1975 წლის სატელევიზიო ფილმების მე-6 საკავშირო ფესტივალის პრიზის მფლობელია.
0
0