06/02/2025
15:20
საზოგადოება
X-ის გვერდზე ინტერნეტგამოცემა "ქეინ ქოუ ზე გრეით" USAID-ის 2006 წლის ვებსაიტის დაარქივებულ ვერსიას აქვეყნებს. პოსტში ნახსენებია საქართველოც. წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო განვითარების სააგენტო 2006 წელს სიამაყით ამტკიცებდა, რომ მხარს უჭერდა რევოლუციებს უკრაინაში, საქართველოსა და ყაზახეთში. ამ მონაცემებით, USAID ათასობით ჟურნალისტის, იურისტის, მოსამართლის და საარჩევნო კომისიის მოხელის განათლებას აფინანსებდა, ატარებდა კვლევებსაც, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა.
"საქართველოში წარმატება ხალხის დემოკრატიის ერთგულების შედეგია, მაგრამ, უცხოური დახმარების გარეშე, დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენ მივაღწევდით იმას, რაც გავაკეთეთ სისხლისღვრის გარეშე", - თქვა თავისუფლების ინსტიტუტიდან ლევან რამიშვილმა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელიც 1996 წლიდან იღებდა აშშ-ის სახსრებს.
რამიშვილმა განაგრძო მუშაობა აშშ-ის დახმარებით "დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების ფართო კლასიკური გაგებით გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის მიზნით. ვარდების რევოლუცია იყო ამ ძალისხმევის კულმინაცია.
აშშ-ის დემოკრატიის გრანტები გასცეს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), მერილენდის უნივერსიტეტის და სხვა ჯგუფების ექსპერტებისთვის, რათა მათ მოემზადებინათ იურისტები, მოსამართლეები, ჟურნალისტები, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები", - წერია პოსტში.
0
0
ტრამპის რძალი Fox News-ის წამყვანი გახდება
06/02/2025
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
06/02/2025