30/01/2025
15:50
პოლიტიკა
ამ დოკუმენტს [ევროპის საბჭოს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას] თითოეული ჩვენგანი - პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს წნეხი და ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ იმისთვის, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, პატიმრების გათავისუფლებამდე და საქართველოს დემოკრატიულ განვითარების გზაზე დაბრუნებამდე , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტი ქმნის ფუნდამენტურ საფუძვლებს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისად, ასახული იქნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დააკნინოს ამ დოკუმენტის შინაარსი და ამ სტრუქტურის ინსტიტუციის მნიშვნელობა, ხაზი უნდა გაესვას, რომ განსხვავებით ევროკავშირის ევროპარლამენტისგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის საქართველოს წევრობაზე დაფუძნებული. შესაბამისად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებები სავალდებულოა და თუ ამასაც არ შეასრულებენ რეალურად, მათ მოუწევთ ამ ორგანიზაციის მთლიანად დატოვება, რაც წარმოუდგენელი იქნება.
გარდა ამისა, ეს დოკუმენტი ქმნის ფუნდამენტურ საფუძვლებს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისად, ასახული იქნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაციის შეფასებები, რომლის წევრია საქართველო და რომლის შეფასებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულება აქვს ქვეყანას. ამ დოკუმენტს [ევროპის საბჭოს ასამბლეის მიღებულ რეზოლუციას] თითოეული ჩვენგანი - პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს წნეხი და ზეწოლა „ქართლ ოცნებაზე“ იმისთვის, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, პატიმრების გათავისუფლებამდე და საქართველოს დემოკრატიულ განვითარების გზაზე დაბრუნებაზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
როგორც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გაჟღერებისას განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.
0
0