29/01/2025
10:02
პოლიტიკა
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი, ვრცელ ანალიტიკურ სტატიაში საქართველოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეეყნებს.
როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის და ნატო-ს ცალკეული წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ წარმოუდგენიათ, “ქართული ოცნების” ხელისულებასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.
იოზვიაკი ციტირებს ევროკავშირის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც ამბობს: “ჩვენ ვერ ვამტკიცებთ, რომ არჩევნების შედეგები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. კვლავ მხოლოდ ხარვეზებზეა საუბარი და ამ პუნქტს არ გავცილებულვართ”.
ამავე სტატიაში იოზვიაკი ასევე აღნიშნავს, რომ ,,ევროკავშირის რამდენიმე ჩინოვნიკთან საუბრისას ირკვევა, ისინი ამჯობინებენ, რომ ყაველაშვილის საკითხის განხილვა გადადონ და საქართველოსთან ურთიერთობას საერთოდ მოერიდონ".
,,როგორც ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: „ამ საკითხზე არ არსებობს „ევროკავშირის შეთანხმება“ - სინამდვილეში, ეს ევროკავშირის გაურკვევლობის კლასიკური შემთხვევაა: არავის არ სურს ხმამაღლა ისაუბროს, არავის სურს ზომების მიღება და, რა თქმა უნდა, არავის სურს რაიმეს ქაღალდზე გადატანა. მეორე დიპლომატი, რომელსაც მე ვესაუბრე, კიდევ უფრო პირდაპირი იყო და თქვა, რომ „ჩვენ ახლა არ ვდგამთ ნაბიჯებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ გარკვეულ მომენტში მოგვიწევს გამოწვევების დაძლევა“. - წერა იოზვიაკი.
მისივე სიტყვებით, მესამე წყარომ - თბილისის ამჟამინდელი რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი ქვეყნიდან - საკმაოდ უპერსპექტივოდ დასახა მომავალი: „შეუძლებელია ერთსულოვნების მიღწევა [საქართველოს] ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ვეცდებით, შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ პრეზიდენტთან და ახალ მთავრობასთან კონტაქტის შეზღუდვის პოლიტიკა. თუმცა ვშიშობ, რომ დროთა განმავლობაში ეს აღარ იქნება შესაძლებელი“.
ევროკავშირის ბევრი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ ბლოკი ამჟამად მხოლოდ ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობს საქართველოსთან სიტუაციის „დეპოლიტიზების მიზნით“, მაგრამ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.
არსებობს კიდევ ორი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირი ამ მხრივ წინსვლას ვერ ახერხებს. ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ეფუძნება იმას, რაც მოხდა გასულ წელს სადავო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროს. 2024 წლის დეკემბერში OSCE/ODHIR-ის მიერ არჩევნების შედეგების შესახებ გამოქვეყნებულმა სრულმა ანგარიშმა ეს საკითხი ვერ გადაჭრა.
"ჩვენ ვერ ვამტკიცებთ, რომ არჩევნების შედეგები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. კვლავ მხოლოდ ხარვეზებზეა საუბარი და ამ პუნქტს არ გავცილებულვართ,’’ - მითხრა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
,,მეორე საკითხი ის არის, რომ ევროკავშირს ბევრი სხვა პრიორიტეტი აქვს სამართავი. როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში, საბჭოში, 27 იანვარს შეიკრიბნენ, მათ განიხილეს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და შემდეგ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობის მეთოდის საკითხი. შეხვედრის დასასრულამდე, საქართველო „აქტუალურ საკითხებში“ გადაიყვანეს. 2024 წლის დეკემბერში მინისტრებმა საქართველოზე უმნიშვნელოდ იმსჯელეს.
მმართველი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აშშ-ის მსგავსი სანქციების დაწესების საკითხი კი დაიხურა, მწვანე შუქი მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნებიდან დაკავშირებულ სიმბოლურ ზომას აუნთეს. ნატოში კი ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად მითხრა, რომ მოკლე პასუხი კითხვაზე, ვხედავთ თუ არა ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად, არის - კი. ოფიციალურად, ბევრს არაფერს ვამბობთ, თუმცა თუკი სამიტის მსგავს ღონისძიებაზე მოგვიწევს პრეზიდენტის დაპატიჟება, სწორედ მას მოვიწვევთო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ წინასწარ ვერ ვიტყვით იქნებიან თუ არა მიწვეულნი ქართველი მინისტრები ნატოს მინისტერიალებზე მიმდინარე წელს ან ვიხილავთ თუ არა რომელიმე ქართველ ლიდერს ნატოს სამიტზე, რომელიც ივნისში, ჰააგაში, გაიმართება.
ასევე სამხედრო ალიანსმა შესაძლოა შეაჩეროს ზოგიერთი ერთობლივი პროგრამა საქართველოსთან, კერძოდ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნატო-საქართველოს ყველა ტიპის თანამშრომლობა დეტალურად იქნება შესწავლილი. აღნიშნული მიმოხილვა ნატოს 32 წევრ ქვეყანას უახლოეს კვირებში უნდა წარედგინოს,’’ - წერს რიკარდ იოზვიაკი.
0
0