20/12/2023
23:45
მსოფლიო
ოთხშაბათს ევროკავშირი მიგრანტების მიღების ახალ წესებზე შეთანხმდა. ისინი საშუალებას მისცემს თავშესაფრის მაძიებელთა უფრო თანაბარ განაწილებას მთელს ევროპაში და შესაძლოა, შეამცირონ მათი რიცხვი, ვისი განაცხადებიც მიიღება. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს გამოიწვევს მიგრანტების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას.
მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი პაქტის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებს ექნებათ ერთიანი მონაცემთა ბაზა მიგრანტების შესახებ, რომელშიც შეიტანება ყველა ახალი ჩამოსული. Eurodac-ის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ბიომეტრიულ და სხვა პერსონალურ მონაცემებს, გამოყენებული იქნება იმ ადამიანების ჩამოსაცილებლად, რომლებსაც ევროპამ თავშესაფარზე ადრე უარი უთხრა.
ახალი პროცედურა გვთავაზობს მიგრანტების შემთხვევების განხილვის ორ შესაძლო გზას: დაჩქარებული, არა უმეტეს 12 კვირისა - ემატება თავშესაფრის განაცხადის განხილვის ჩვეულ გზას, რომლის დროსაც მიგრანტები განთავსდებიან არა განაცხადის ქვეყნებში, არამედ მიმღებ ცენტრებში. ამ გზით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ განდევნის მათ, ვინც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას და მათ, ვინც ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უსაფრთხოდ ითვლება მათი მოსახლეობის უმრავლესობისთვის, როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი და მაროკო.
პაქტს შემოაქვს „სავალდებულო სოლიდარობის“ კონცეფცია. ეს ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებს მოეთხოვებათ მიგრანტების გარკვეული რაოდენობის მიღება, ან გადაიხადონ გადასახადი თითოეულ მათგანზე, რომლებზეც უარს იტყვიან და დააფინანსონ პან-ევროპული პროცესი მათი განაცხადების განსახილველად.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ლტოლვილთა მასობრივი შემოდინების შემთხვევაში მიღების პროცედურების გამკაცრების შესაძლებლობას.
ახალი პაქტი დაამტკიცა ევროკავშირის ბევრმა წარმომადგენელმა, მათ შორის ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა, დანიის პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ და შვედეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პაქტს „ისტორიული“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ არის იდეალური გადაწყვეტა, არამედ კომპრომისი. „ეს არ არის ყველა რთული პრობლემის მზა გადაწყვეტა, მაგრამ მეტყველებს იმაზე, რომ ევროპას აქვს გადაწყვეტილებები და მზად არის განახორციელოს ისინი“, - განაცხადა მეცოლამ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024