06/02/2025
15:48
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/1738841451-474112697_9263318623748040_1949039903129884746_n.jpg)
კომპანია „მაიკროსოფთის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპმთან შეხვედრის დროს USAID-ის საქმიანობა დაიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბილ გეითსს ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან და ხანგრძლივი საუბარი – აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.
„მე მივედი თეთრ სახლში, რადგან ამ გადასვლაში ბევრი რამ არის, რასაც ჩვენ ვიცავთ, უცხოური დახმარების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ჰაერშია. მე ყველაფერს ვაკეთებ იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ იმ რაღაცებს, რომლებიც, ვფიქრობ, ღირებულებებზეა დაფუძნებული. დაუჯერებელი აქტივია. მე ვიცნობ ყველა ქვეყნის განვითარების სააგენტოს და ეს მათგან საუკეთესოა. USAID-ის გავლენის განმეორება, სავარაუდოდ, რთული იქნება“, – განაცხადა ბილ გეითსმა.
0
0