აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა მშრალი შიმშილობა დაიწყო
03/02/2025
18:57
საზოგადოება
A-
+A
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა, რომელიც თბილისში საექსტრადიციო პატიმრობაშია და 136 დღეა შიმშილობს, შეწყვიტა წყლისა და მედიკამენტების მიღება. ამის შესახებ ინფორმაცია სადიგოვის მეუღლემ სევინჩ სადიგოვამ 2 თებერვალს მეუღლესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.
”აფგანმა თქვა, რომ ის ბოლომდე გააგრძელებს მშრალ შიმშილობას. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მშრალი შიმშილობის დაწყებამდე მან უკვე დაიკლო წონაში 42 კგ“, - თქვა სადიგოვამ.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
0
0
37
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%