აშშ-ში, ალასკაზე დაკარგული თვითმფრინავი იპოვეს - ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
08/02/2025
10:46
მსოფლიო
A-
+A
მაშველებმა აშშ-ში, ალასკაზე დაკარგული Bering Air-ის თვითმფრინავი იპოვეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, - იუწყება abcnews-ი.
მაშველებმა თვითმფრინავი ზღვის ყინულზე, ნომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 55 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.
თვითმფრინავში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, დანარჩენი შვიდი ადამიანის ცხედარიც თვითმფრინავშია. მაშველების თქმით, მათი პოვნა ამ ეტაპზე თვითმფრინავის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება.
ცნობისთვის, აშშ-ში, ალასკაზე Bering Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც 9 მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდა, რადარებიდან ხუთშაბათს გაქრა.
0
0
65
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%