08/02/2025
14:23
საზოგადოება
![main-img](https://spnews.io/storage/files/sarjveladze1.jpg)
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველაზე მეტად სჭირდება, რომ დაუბრუნდეს კვებას, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას, არის, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა. შესაბამისად, დაუბრუნდეს კვებას. ეს იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. ამ რჩევას კვლავაც მის გასაგონადაც გავიმეორებ. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა კლინიკა „ვივამედში“ გუშინ მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გასტროენტეროლოგმა, გიორგი გვილიამ და ენდოკრინოლოგმა, ელენე გიორგაძემ განაცხადეს, რომ „ვინაიდან მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს, უნდა დარჩეს კლინიკაში და გაგრძელდეს მისი ადეკვატური მკურნალობა“.
0
0