აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი დაამტკიცა
05/02/2025
11:12
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის სენატმა პემ ბონდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 54 ხმით 46-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორის კანდიდატურას „რესპუბლიკელ“ სენატორებთან ერთად მხარი „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პემ ბონდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინა, რაც მისმა პირველმა არჩევანმა, მეტ გეცმა, „რესპუბლიკელი“ სენატორების მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო კანდიდატურა მოხსნა.
0
0
39
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%