05/02/2025
13:01
მსოფლიო
საბერძნეთის კუნძულ სანტორინისთან ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების საშუალო სიმძლავრე 3-დან 5 მაგნიტუდამდე მერყეობს. მუდმივი მიწისძვრების გამო კუნძული ცხრა ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. სეისმოლოგების განცხადებით, ბიძგები, შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.
საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულზე სკოლები დახურა და მოსახლეობა გააფრთხილა, თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან. მოსახლეობის ნაწილი საფრთხის გამო ავტომობილებში ათენებს. ჯერჯერობით კუნძულს დიდი ზიანი არ მიუღია, მაგრამ საგანგებო ზომებს მაინც იღებენ.
მოსახლეობა კუნძულიდან გემებით და თვითმფრინავებით გაჰყავთ. საერთო ჯამში, კუნძულზე დაახლოებით 15 000 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. სანტორინი მდებარეობს ელინურ ვულკანურ რკალზე, იგივე ვულკანების მიერ შექმნილი კუნძულების ჯაჭვზე, სადაც ბოლო ამოფრქვევა 1950-იან წლებში იყო. საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი ბიძგები ტექტონიკური ფილების მოძრაობებთან და ვულკანურ მოქმედებასთან არის დაკავშირებული.
0
0