26/01/2025
23:43
მსოფლიო
დაკავებული მიგრანტების რიცხვი მომდევნო კვირებში, შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტომ ჰომანმა განაცხადა.
ჰომანის თქმით, დაკავებები მიმართულია ეროვნული თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ პირებზე.
„დაკავებების რაოდენობა თანდათანობით გაიზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად ჩვენ კონცენტრირებული ვართ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებზე“, – განაცხადა ჰომანმა.
აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვინმე კანონსაწინააღმდეგოდ თუ იმყოფება, ის დაკავების რისკის ქვეშ იქნება, რადგან, აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოდ ქვეყანაში შესვლა დანაშაულია.
„უკანონოდ თუ იმყოფებით ქვეყანაში, პრობლემა გექნებათ“, – აღნიშნა ჰომანმა.
0
0