28/01/2025
11:09
პოლიტიკა
არ მგონია, რომ საქართველოს უფლებამოსილების გასაჩივრება სწორი მიმართულებაა, - განაცხადა უნგრელმა პარლამენტარმა, ზოლტ ნემეტმა PACE-ს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ვროპის საბჭოს ინტერესებში არ შედის ყოველწლიურად თითო ქვეყნის დაკარგვა.
„არ მგონია, რომ საქართველოს უფლებამოსილების გასაჩივრება სწორი მიმართულებაა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან. საქართველო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია. ჩვენ არ გვიცხოვრია რუსეთთან ასე ახლოს. ჩვენი ტერიტორიის 25% არ ყოფილა ოკუპირებული რუსების მიერ. მათ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები [რუსეთთან] და მაინც არსებობს ბრალდება ქართველების წინააღმდეგ, რომ ისინი პუტინის მარიონეტები არიან. ვფიქრობ, მეტი გაგება უნდა გვქონდეს გეოპოლიტიკური რეალობების მიმართ“, - დასძინა მან.
0
0