30/01/2025
15:20
მსოფლიო
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თავისი პარტიის, ,,ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“, ლიდერი ფრიდრიხ მერცი ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა, რომლებსაც პარლამენტში თავიანთი კანონპროექტის მიღება სურთ.
”ჩემი აზრით, ეს არასწორია”, - თქვა მერკელმა 29 იანვარს პარლამენტში გამართულ კენჭისყრის შედეგთან დაკავშირებით, როდესაც პლენალურ სხდომაზე ,,ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ კანონპროექტი პარტია ,,ალტერნატივა გერმანიისთვის’’ მხარდაჭერით მიიღეს.
როგორც Reuters-ი წერს, მერკელმა, რომელიც საშინაო პოლიტიკაში იშვიათად ერევა, თავისი ყოფილი კონკურენტი მერცი დაადანაშაულა იმაში, რომ ის ნოემბერში დადებულ პირობას ასრულებს - უმრავლესობა წამყვან პარტიებთან [და არა პარტიასთან ,,ალტერნატივა გერმანიისთვის’’] ერთად ჩამოაყალიბოს.
მემარჯვენე ექსტრემისტობაში ეჭვმიტანილ პარტიას ,,ალტერნატივა გერმანიისთვის’’ გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები აკონტროლებენ.
ანგელა მერკელმა "დემოკრატიულ პარტიებს" ერთობლივად მუშაობისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ ძალადობრივი თავდასხმები, როგორებიც ქალაქებში - მაგდებურგსა და აშხაფენბურგში - დაფიქსირდა.
0
0