25/12/2023
16:01
მსოფლიო
ჰუმანიტარული დახმარების სააგენტო Save the Children-ის შეფასებით, ამჟამად, ღაზა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილია ბავშვებისთვის. ისრაელ-,,ჰამასის“ ომში უფრო მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მსოფლიოს მასშტაბურ კონფლიქტებში.
როგორც Sky News-ი წერს, ანკლავის ყველა ტიპის ინფრასტრუქტურის მსგავსად, ღაზას სატელეკომუნიკაციო სისტემა დაზიანებულია. მაშინ, როცა ღაზა ადამიანის მიერ გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, პალესტინის სხვა ტერიტორიაზე - ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე - დაძაბულობა მწვავდება. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე მისი სამხედრო მოქმედებების სამიზნე შეიარაღებული მებრძოლები, პალესტინელი ბოევიკები და ამბოხებულებია.
დასავლეთ სანაპიროზე დაძაბულობა იზრდება. დედებს თავიანთი შვილების მომავლის ეშინიათ. ქალაქ ხან-იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში პალესტინელმა ლინა ჰამადმა ტყუპები გააჩინა. ლინას თქმით, მან რთული მშობიარობა გადაიტანა და საანესთეზიო საშუალება და წამლები სჭირდებოდა, რომლებიც საავადმყოფოს ომის გამო არ ჰქონდა.
,,ამ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია: ცემენტის იატაკზე გაფენილ საბნებზე ვსხედვართ. არ გვაქვს მედიკამენტები, რძე და ტანსაცმელი. ოთხივე შვილი ავად მყავს - მათ გულის დაავადებები და დაირეა აქვთ. ღაზაში ყველა მშობელს ეშინია, როგორ იხსნიან ისინი თავიანთ შვილებს ომისგან, შიმშილისა და დაავადებებისგან, რომლებიც ახლა ღაზას სექტორში მძვინვარებს,“ - თქვა ლინა ჰამადმა.
”ის, რაც დასავლეთ სანაპიროზე ხდება, ღაზაში არსებული ვითარების მიმართ რეაქციაა. ისინი [ისრაელის თავდაცვის ძალები] ხალხს განურჩევლად ესვრიან”, - თქვა პალესტინის ქალაქ ჰუსანში მცხოვრებმა პირმა.
,,ჰუსანთან ახლოს მდებარეობს ქალაქი ბეთლემი, სადაც წელს შობის დღესასწაულს ტრადიციულად ვერ აღნიშნავენ. ღაზაში მიმდინარე ომის გამო, იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ქრისტიანული საზოგადოება მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გლოვობს, რომლებიც სამხრეთ ანკლავში დაიღუპნენ,“ - წერს Sky News-ი.
0
0