08/02/2025
02:27
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში. მისმა გუნდმა ლიგა 1-ში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „მონაკოს“ უმასპინძლა და 4:1 გაიმარჯვა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში ვიტინიამ მე-6 წუთზე, ეფექტური საჯარიმოს შესრულების შემდეგ „მონაკოს“ კარი აიღო. წონასწორობა მე-17 წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა, დენის ზაქარიამ აღადგინა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო. ის თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სასარგებლო ფეხბურთელი გახლდათ. მისი გადაცემებით პსჟ-ის მოთამაშეებს პირველ ტაიმშიც შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოახერხეს.
მოგვიანებით დუბლით (57’, 90’) უსმან დემბელე გამოირჩა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 21 ტურის შემდეგ პსჟ 53 ქულით გათამაშების ლიდერია და კონკურენტებთან —„მარსელთან“ (40) და „მონაკოსთან“ (37) უპირატესობა გაზარდა.
0
0