29/01/2025
17:00
საზოგადოება
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის (ნაწილობრივ), ელიზბარ მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საავიაციო ქარხნის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის ჩიხის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის, ანდრონიკაშვილის, კრუპსკაიას, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, მიხაკო წერეთელის, მოძვის, მორის ფოცხიშვილის და რიონის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0