03/02/2025
20:53
მსოფლიო
2024 წელს აშშ-მა უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების მხოლოდ ნახევარი მიაწოდა, - წერს Reuters-ი.
როგორც გამოცემა წერს, რაც შეეხება შეფერხებების მიზეზებს, ისინი მოიცავს არა მხოლოდ ხანგრძლივ დისკუსიებს კონგრესში, არამედ შიდა დებატებს რუსეთთან ესკალაციის რისკების შესახებ, ასევე, შეშფოთებას იმის შესახებ, არის თუ არა საკმარისი აშშ მარაგები.
„როიტერის“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ეს შეფერხებები ემთხვევა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვადის ბოლო თვეებს და სწორედ ამ დროს დაკარგა უკრაინამ თითქმის მთელი ტერიტორია, რომელიც დაიბრუნა 2023 წლის კონტრშეტევის დროს.
მას შემდეგ, რაც პენტაგონმა გაზაფხულზე გამოაცხადა 1 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, უკრაინელი დეპუტატის და თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ტეტიანა უსტინოვას თქმით, რეალური მიწოდება უფრო ნელი იყო.
და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მაშინდელმა მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მაისში განაცხადა, რომ აშშ ცდილობდა მიწოდების „ტემპის დაჩქარებას“, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, შეფერხებები გაგრძელდა.
გამოცემა წერს, რომ ომის დროს ამერიკული იარაღის საზღვარგარეთ გაგაზავნა მოითხოვს კომპლექსურ ლოგისტიკას და კოორდინაციას მრავალ ამერიკულ სააგენტოსა და მოკავშირე მთავრობას შორის. ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს.
აშშ-ის ოთხი ოფიციალური პირის თქმით, იარაღის მცირე პაკეტები შეიძლება ჩავიდეს ერთ-ორ კვირაში. დიდი მიწოდებას კი თვეები სჭირდება.
„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ზაფხულის განმავლობაში მიწოდების უმეტესი ნაწილი შეზღუდული იყო, დახმარება მოიცავდა - რაკეტებსა და არტილერიას, რათა უკრაინას შეეძლებოდა თავის დაცვა, მაგრამ ვერ დაიწყებდა მნიშვნელოვან შეტევით მოქმედებებს“, - ნათქვამია Reuters-ის ანალიზში.
ამ საკითხთან დაკავშირებული მრავალი ამერიკელი ოფიციალური პირი გასულ ზაფხულს აგრესიული იარაღის შეზღუდვის გადაწყვეტილებას მიაწერდა შიშს, რომ ამერიკული მარაგი იწურებოდა.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ არ არსებობს მკაფიო კავშირი აშშ-ის დახმარების შეფერხებასა და უკრაინის ტერიტორიულ დანაკარგებს შორის.
„ომებს ვერასოდეს ვერ მოიგებ ან წააგებ დახმარების პაკეტებით. ამას სჭირდება სტრატეგია, ძალის დაგეგმვა, ძალის გამოყენება, ლიდერობა, მორალი და სხვა რამ და არა მხოლოდ დახმარების ნაკადი“, - ციტირებს გამოცემა თავდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის პრეზიდენტის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის სეტ ჯონსის სიტყვებს.
სააგენტო წერს, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, გაურკვევლობა უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაძლიერდა.
„მის ახალ ადმინისტრაციას შეუძლია ნებისმიერ დროს შეაჩეროს მიწოდება, რომელიც უკვე მზად არის... მან და მისმა მხარდამჭერებმა კონგრესში ნათლად განაცხადეს, რომ მათ სურთ შეწყვიტონ მხარდაჭერა უკრაინის“, - წერს გამოცემა.
0
0