26/01/2025
18:58
პოლიტიკა
„თავისუფლება მთებშია!“ „ძალა ერთობაშია!“ „საქართველოს ადგილი ევროპაშია“, - ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხულოელები საპროტესტო აქციას მართავენ.
შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეები დროულად გათავისუფლდნენ, ასევე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.
აქციის მონაწილეები საპატიმროში მყოფ გამოცემა “ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.
„არ აქვს მნიშვნელობა ხულოელი იქნება, შუახეველი თუ ქედელი, ჩვენ ვუერთდებით საერთო სულისკვეთებას, გვაქვს იგივე მოთხოვნები, გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, ასევე ჩატარდეს ხელმეორედ არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
0
0