author
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი

24/03/2023

12:40

A-
+A

სააკაშვილის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო

ამობეჭდე

მინდა, შეგახსენოთ, რომ 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაკავებული იქნა უკანონოდ შემოსული, შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. მისი ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში მეორე რევოლუციის მოხდენა. მისი მეამიტური გათვლებით, აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ საუბრები უკვე დაწყებული იყო და ჩვენ სხვა ინფორმაციას გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგან, რომ მოსალოდნელი იყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში ან დეკემბერში, რომელიც რამდენიმე თვით გადაიწია, ე.წ. რუსეთ დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო.  

ეს პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია, ეს პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედაც საქართველოში მე-2 ფრონტის გახსნა, მე ვფიქრობ, არცერთ გონიერ ადამიანს ეჭვი აღარ დარჩება, კითხვა აღარ დარჩება, რომ დიახაც, სააკაშვილის შემოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება, რომ საქართველოში დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს. 

0

0

410
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%