19/03/2022
13:01
რუსეთი სთავაზობს უკრაინას ისეთ რაღაცებს, როგორიც ბელარუსში ხდება. ანუ, უკრაინა უნდა გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსი. გარკვეული ნიუანსებით. ის არ უნდა იყოს რუსეთზე თავდასხმის პლაცდარმი, პირველ რიგში. მას არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, არ უნდა უქმნიდეს რუსეთს საფრთხეს. უკრაინაში მცხოვრებ ხალხს ნებისმიერ ენაზე საუბარი უნდა შეეძლოთ... არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვავდეს იქ ნაციზმი, რათა ის ფაშიზმში არ გადაიზარდოს, რომელიც წინა საუკუნის შუა წლებში გადავიტანეთ. რაა აქ ცუდი? თუმცა რუსეთი ახლა სთავაზობს უკრაინას მოლაპარაკებას. არ შეთანხმდება უკრაინა რუსეთთან? გავიმეორებ, მოაწერენ ხელს კაპიტულაციაზე. ახლა შესაძლოა ერთადერთი მომენტია, რომ უკრაინა შექმნილი ვითარებიდან ღირსეულად გამოვიდეს. თუ ეს მომენტი გაფლანგული იქნება, ალბათ ასეთი სიტუაცია მეტჯერ აღარ იქნება. ამიტომ უკრაინა ამ მომენტს უნდა ჩაეჭიდოს. ეს მომგებიანი იქნება უკრაინისთვისაც, რუსეთისთვისაც და ბელარუსისთვისაც.
0
0