11/03/2022
18:29
„ინფორმაციის თანახმად, რომელშიც ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებული და რომელიც დავადასტურეთ, ამ წუთებში რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა ამზადებს სისხლიანი პროვოკაციების სერიას.
მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რუსული ავიაცია ემზადება დარტყმისთვის ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე, რომელიც მდებარეობს უკრაინა-ბელარუსის საზღვართან. კერძოდ, აპირებენ კოპანის, სტოლინის ოლქისა და ბრესტის ოლქის დაბომბვას.
დანაშაულის შესანიღბად, რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრციდან თავდასხმას აპირებს. პროვოკაციის მიზანი ბელარუსის ამჟამინდელი ხელისუფლების უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვაში იძულებაა.
გარანტიას გაძლევთ, რომ უკრაინის არმია არ გეგმავს რაიმე აგრესიულ ქმედებებს ბელარუსის წინააღმდეგ.
ომის 15 დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. ნუ მისცემთ უფლებას, რომ თქვენი ქვეყანა ამ ომში ჩაერიოს! გადაარჩინეთ თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე! ნუ მისცემთ კრემლს უფლებას, გაანადგუროს ბელარუსის მომავალი!“
0
0