author
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი

30/06/2023

12:34

A-
+A

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს, ორ მილიარდ დოლარს მიაღწია

ამობეჭდე

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს, ორ მილიარდ დოლარს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დაფიქსირდა ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა.

 

„რეკორდულ მაჩვენებელს – ორ მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ; დაინერგა ინოვაციური მიდგომები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ჩვენი ქვეყნის პოტენციალით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს უმსხვილესი და მრავალმილიარდიანი კორპორაციები. დაფიქსირდა შარშან ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა; გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 107.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2021 წელს, ზრდამ 182.5% შეადგინა.  წელს არა მხოლოდ ვუბრუნდებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არამედ მთავრობის სწორი სტრატეგიის შედეგად, რეკორდული მოცულობის შემოსავალს ველით ტურიზმის ინდუსტრიიდან: პირველი კვარტლის მდგომარეობით 1.2 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლეთ, რაც მნიშვნელოვანი აღდგენაა 2019 წელთან შედარებით. მიღებული შემოსავალი არის რეკორდული პირველ კვარტალში, თითქმის 800 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 38%-იანი მატებაა. საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ვუმასპინძლებთ დაახლობით ექვს მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყანა ელოდება დაახლოებით 4.5 აშშ დოლარის შემოსავალს, რაც 2019 წელთან მიმართებაში 134% მატებაა“, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

0

0

428
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%