author
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი

30/06/2023

12:08

A-
+A

პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია
 

ამობეჭდე

საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია.

 

„2021-2022 წლებში ფისკალური კონსოლიდაცია მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფი ტემპებით წარიმართა; ბიუჯეტის დეფიციტი 9.3 პროცენტიდან ჩამოვიდა 3.1 პროცენტამდე. რეკორდულად მცირე - 2 წლიან პერიოდში შემცირდა; მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრული ლიმიტი 3 პროცენტია. წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 2.8 პროცენტზე.

 

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც იყო შარშან, ჯერ პანდემიის დროს, პოსტპანდემიურ პერიოდში, ომის დაწყებიდან, ეს იყო მაღალი ინფლაცია და ფასების ზრდა. ინფლაცია გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის და ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ინფლაციასთან საბრძოლველად რიგმა ძლიერმა ეკონომიკებმა სერიოზული ზომები მიიღეს. ჩვენც ანალოგიურად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება.

 

გასულ წელს მთავრობის ვალი ჩამოვიდა პანდემიამდელ დონეზე. ჩვენ ველით ვალის კლების ტენდენციის შენარჩუნებას. პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია.

 

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც; ე.წ ჯინის კოეფიციენტი ასევე ისტორიულ მინიმუმზეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან, მოგეხსენებათ, რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანაბრადაა გადანაწილებული საზოგადოებაში შემოსავალი“,  - განაცხადა პრემიერმა.

0

0

460
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%